Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

პატრიარქის შეხვედრა რუმინეთის დელეგაციასთან

27/10/2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრად მყოფი რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრები დალოცა და რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, რობერტა ალმა ანასტასეს საქართველო-რუმინეთს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობაზე ესაუბრა.

როგორც კათოლიკოს- პატრიარქმა აღნიშნა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის მეგობრულ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უწმინდესმა და უნეტარესმა ქართველი წმინდანის ანთიმოზ ივერილის ცხოვრება და წმინდანის მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანაში მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენა. შეხვედრის დასულების შემდეგ სტუმრებმა კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელი ”ავე მარია” მოისმინეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საქართველოს საპატრიარქოს ყვავილების ორანჟერიაც დაათვალიერებინა.      

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced