სიახლეები
თურქეთში მდებარე ქართული ეკლესიების საკითხი
22/10/2011
"როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომ გადაეცეს იმ ერს თურქეთში მდებარე ტაძრები, რომლებიც მათ საკუთრებაშია. უკვე გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსეთს, თუმცა, ჩვენთვის ჯერ არ გადმოუციათ. მე გავუგზავნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს და ვითხოვდით, რომ ოშკი, ხახული და სხვა ტაძრები უნდა ყოფილიყო გადმოცემული საქართველოსთვის. გვიპასუხეს, რომ წერილი განხილვის პროცესშია, მაგრამ მე დავავალე ელჩს და კონსულს, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ", - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















