სიახლეები
წმ. პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
20/10/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმ. პატრიარქის ამბროსი ხელაიას იუბილესადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.
პრესკონფერენცია, საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა და წმ. პატრიარქის ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, პატრიარქის მთავარი მოვალეობაა, არასოდეს დააყენოს დარტყმის ქვეშ ეკლესია და ქვეყანა და დარტყმა თავის თავზე აიღოს.
კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წმ. პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი სწორედ ზემოთხსენებულ თვისებას ფლობდა.
წმ. ამბროსი აღმსარებელი 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში დაიბადა. 1887 წელს მღვდლად ეკურთხა. იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა, რისთვისაც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. 1908 წელს მას ახალი ბრალდება წაუყენეს და ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მონაწილეობის მიეღება დასწამეს. 1911 წელს კი გაამართლეს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს.
საქართველოში წმიდანი 1917 წელს დაბრუნდა. იგი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1921 წლის 14 ოქტომბერს კი მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
1922 წელს წმ. პატრიარქმა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნით, მოწოდება გააგზავნა.
პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა, მისი დევნა კი გაძლიერდა. იგი დააპატიმრეს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით, კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს.
კათოლიკოსი ამბროსი 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















