Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Saint Mary

ახლადაგებული ტაძარი

18/10/2011

ნატახტარში მსწრაფლშემსმენელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ეკლესია გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა. ახლადაგებული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მოილოცა.

მსწრაფლშემსმენელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველეს ნანგრევებზეა აგებული. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის არქიმანდრიტ ილია ნასიძის ძალისხმევით, ტერიტორია დასუფთავდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ადრექრისტიანული ხანის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპით ნაგები ეკლესიის ნანგრევები და ამავე პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ეს ისტორიული ადგილი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. ტაძრის სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ახლადაგებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced