Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

მთელი ჩვენი ისტორია სასწაულებრივია

15/10/2011

“რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დავინახავთ, რომ მთელი ჩვენი ისტორია სასწაულებრივია. ამიტომ მას ვისაც უფალი ბევრს აძლევს, ბევრი მოეკითხება. თუნდაც ავიღოთ ელია წინასწარმეტყველის ხალენის ჩამოტანა საქართველოში. 600 წლით ადრე ქრისტეს შობამდე ხალენი წმიდა ელიასი იყო ჩამოტანილი და დაკრძალულია ამ წმიდა ადგილზე. კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ასევე, ჩვენთან არის. საქართველო გახლავთ წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, ესეც სასწაულია. მირიანის მოქცევა და მრავალი სხვა მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა აირჩია საქართველო, როგორც მამული თვისი და მოუვლინა მას წყალობა. მართლაც, წყალობა ღვთისა თანამავალია საქართველოსი, ამიტომ ქართველ ხალხს არ უნდა შეეშინდეს. ბოროტი სული განსაკუთრებით ებრძვის სიწმიდეს, სიმართლეს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ არა იარაღითა და მახვილით, არამედ სულიერი ცხოვრებით, ლოცვითა და მარხვით”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სვეტიცხოვლობა, 2011

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced