Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Svetitskhoveli

სვეტიცხოვლობა

14/10/2011

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” იგივე სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მნიშვნელობა უდიდესია თავისი ისტორიითა და იმ სიწმინდეებით, რომელსაც ტაძარი ფლობს. უფლის ჯვარცმის შემდგომ მისი კვართი მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელებმა ელიოზმა და ლონგოზმა საქართველოში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ - სიდონიამ კვართი გულში ჩაიკრა და ყოველივე ისე ძლიერ განიცადა, რომ გარდაიცვალა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დაემორჩილა, ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა და ნათლის სვეტი წარმოშვა. წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ლოცვებით სვეტი თავის პირველ მდგომარეობას დაუბრუნდა და მხოლოდ ამ სასწაულის შემდგომ გახდა შესაძლებელი ტაძრის მშენებლობის დაწყება. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს წმინდა ვახტანგ დიდმა გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსუკისძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეს აღნიშნავს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced