Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

კიკეთში ახლად ნაკურთხ ტაძარში უწმიდესმა პარაკლისი გადაიხადა

12/10/2011

უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ კიკეთის წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ახლად ნაკურთხი ტაძარი მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა.

“ქართველი ადამიანი გარეშე მტრებისგან ტაძრებსა და მონასტრებს იცავდა, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი გადამრჩენია”,- აღნიშნა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

კიკეთში ახლად აშენებულ ტაძარს ორი ტრაპეზი აქვს, რომელიც წმიდა მოწამე პატრიარქი კირიონისა და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სახელზე იკურთხა. ტაძრის კურთხევა და წირვა მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

პატრიარქის თქმით, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობს. მან დალოცა ტაძრის მშენებლობის დამფინანსებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მას წმიდა ნიკოლოზის ხატი, ტაძარს კი წმიდა სამების ხატი უსახსოვრა.

კიკეთის წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის კურთხევას უამრავი მომლოცველი დაესწრო.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced