სიახლეები
თბილისობა
09/10/2011
ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული “თბილისობა” პირველად 1979 წ. 28 ოქტომბერს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. ტრადიციად იქცა ამ დღესასწაულზე საპატიო თბილისელების დასახელებაც. 1979 წლიდან დღემდე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 200 გამორჩეულ და ღირსეულ ადამიანს ერგო.
“თბილისობის დღესასწაულზე განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ის წინაპრები, რომელთაც ეს ქალაქი დააარსეს, ააშენეს და დაიცვეს. პირველ რიგში, ვახტანგ გორგასალი, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ ადგილას ქალაქი ღვთის ლოცვა-კურთხევით დააარსა, რადგან შემდეგში იგი მთელი საქართველოს დედაქალაქად იქცა; დავით აღმაშენებელი, რომელმაც თბილისი 1122 წელს არაბების მრავალწლიანი მონობისგან გაათავისუფლა. თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა, იგი მრავალგზის დაუნგრევიათ და დაურბევიათ, მაგრამ უფლის ნებით კვლავ აღმდგარა და წელში გამართულა, წინანდელზე უფრო ძლიერი და მშვენიერი. შეუძლებელია თბილისობაზე არ გავიხსენოთ ის ასიათასი ქართველი, რომელიც ჯალალედინმა აწამა რწმენისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსული, არამედ დღევანდელი დღეცაა, რადგან ის ასიათასი ქართველი ახლაც იცავს არა მხოლიად თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. ეს ის ზეციური მხედრიონია, რომელიც უფალს ქართველ ხალხს ავედრებს. წინაპრების გახსენებამ მომავალზეც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარ გულშიც ჩაგვახედოს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს საქართველოსა და თბილისისათვის”.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II
თბილისობა, 28 ოქტომბერი, 1988 წ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















