სიახლეები
პატრიარქმა მრევლს საქართველოს მომავალზე დაფიქრებისკენ მოუწოდა
03/10/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა - "ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ დიდგორი მოვიგეთ. მინდა, გითხრათ, რომ ეს ომი დამთავრებული არ არის. ყოველდღე ომია მსოფლიოში. დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწა და საქართველო იარსებებს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ დღევანდელ დღეზე არ უნდა ვიფიქროთ. მთავარი არ არის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, როგორ გავერთოთ, ამიტომ ასეთ თემას გაძლევთ: მინდა, რომ თქვენ ძალიან ღრმად გააანალიზოთ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო ხვალ, ემუქრება თუ არა საშიშროება, თუ მშვიდობიანი ცხოვრება იქნება."
პატრიარქმა მრევლს უკვე დაშვებული შეცდომების გაანალიზებისკენ მოუწოდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















