სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქმა ჟურნალისტებს უმასპინძლა
28/09/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში ჟურნალისტებს ტკბილეულითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჟურნალისტი განათლებული უნდა იყოს და ყურადღებით ეკიდებოდეს საქმეს, რათა მის მიერ მომზადებულმა ინფორმაციამ ზიანი არავის მიაყენოს.
უწმინდესმა ბრძანა, რომ ჟურნალისტი შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას, რომლის გავრცელებითაც ქვეყანას ზიანი მიაყენოს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ილია მეორე ჟურნალისტების სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა. ასევე, ჟურნალისტებს პატრიარქმა უთხრა, რომ მშობლებს პატივით მოეპყრან და მათ ყოველთვის თხოვონ დალოცვა.
შეხვედრის ბოლოს, ილია მეორემ ჟურნალისტები დაასაჩუქრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















