Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Exaltation

ჯვართამაღლება

27/09/2011

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა, წმინდა ელენე დედოფალი, დაინტერესდა თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც აცვეს კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება. იერუსალიმში მან გამოიკითხა ებრაელ რაბინებში, თუ სად არის გოლგოთის მთა.  ელენე დედოფალმა იერუსალიმის პატრიარქის – მაკარეს დახმარებით იპოვა სამი ჯვარი, რომლებზეც ორი ავაზაკი და მაცხოვარი იყვნენ გაკრულნი. მაგრამ ეს ჯვრები არ აღმოჩნდა თანმიმდევრობით განლაგებული და ამიტომ დადგა საკითხი, თუ რომელია ამ სამი ჯვრიდან მაცხოვრის ჯვარი. იქვე ახლოს სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა და გაჩნა აზრი, რომ მიცვალებულები რიგრიგობით ამ ჯვრებზე დაესვენებინათ. მოხდა უდიდესი სასწაული და მაცხოვრის ჯვართან შეხებისას გარდაცვლილი ადამიანი მკვდრეთით აღსდგა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced