Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Catholicos-Patriarch

“საქართველოს გაერთიანების შემდეგ ერთად ვიმოგზაურებთ აფხაზეთში”, - ილია მეორე

26/09/2011

“საქართველოს გაერთიანების შემდეგ, აუცილებლად შედგება კვიპროსის ეკლესიის მეთაურის ვიზიტი და ერთად ვიმოგზაურებთ აფხაზეთში”, - ამის შესახებ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა. უწმინდესის განცხადებით, კვიპროსის გაერთიანების შემდეგ თავად ჩავა კვიპროსში და გაერთიანებულ კვიპროსს მოინახულებს.

"ორივე ერს უნდა ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ ეს მალე მოხდება", - ბრძანა ილია მეორემ.

დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსთომოს მეორემ.

"საქართველოში თავს სტუმრად არ ვგრძნობ. საქართველოსა და კვიპროსს საერთო ტკივილი აწუხებთ", - ბრძანა მთავარეპისკოპოსმა.

ქრიზოსთომოს მეორემ ბაქრაძეს სთხოვა, მაღალი ტრიბუნებიდან დაიცვას როგორც საქართველოს, ისე კვიპროსის ინტერესებიც, რადგან ორივე ქვეყანა მიისწრაფის გაერთიანებისკენ.

კვიპროსის მთავარეპიკოპოსის განცხადებით, ორივე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტერიტორიები არ დაიკარგოს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced