Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Parliament

დავით ბაქრაძემ კვიპროსის ეკლესიის მეთაურს უმასპინძლა

25/09/2011

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, კვიპროსის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოს მეორეს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ორივე ქვეყანას, როგორც საქართველოს, ისე კვიპროსს აქვს ბევრი საერთო, მათ შორის - საერთო ისტორია, კულტურა და სარწმუნოება. "სამწუხაროდ, ამ ორ ქვეყანას აერთიანებს საერთო პრობლემაც დაკარგული ტერიტორიების სახით. უფლის შეწევნით და პოლიტიკოსების მონდომებით, სიმართლე იზეიმებს და საქართველოც და კვიპროსიც გაერთიანდება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტში დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი საქართველოში 22 სექტემბერს ჩამოვიდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced