სიახლეები
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ვიზიტი საქართველოში
23/09/2011
"საქართველოს დაყოფას ერი არასდროს შეეგუება", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კვიპროსის მთავარეპისკოპისის, ქრიზოსთომოს II-ის სტუმრობის დროს განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს მიესალმა და მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველთვის ძმური ურთიერთობები ჰქონდა.
"ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ბედი ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები დაპყრობილია, ისევე როგორც კვიპროსის დიდი ნაწილი დაპყრობილია მეზობელი ქვეყნის მიერ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი არასდროს შეეგუება საქართველოს დაყოფას, ასევე კვიპროსის ხალხი არ შეეგუება გაყოფას", - ბრძანა უწმინდესმა კვიპროსის მთავარეპისკოპისისადმი მისასალმებელ სიტყვაში.
უწმინდესმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს მამობრივი მზრუნველობისათვის, რომელსაც იგი იჩენს კვიპროსზე დროებით ჩასული ქართველების მიმართ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მშვიდობა და გამთლიანება უსურვა კვიპროსს და მის უძველეს ეკლესიას.
კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპისი ქრიზოსთომოსი თბილისს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. დღესვე საპატრიარქოში ორი ეკლესიის მეთაურების შეხვედრა გაიმართა.
მთავარეპისკოპისი ქრიზოსთომოსი საქართველოში 27 სექტემბრამდე დარჩება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















