სიახლეები
პარაკლისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისათვის
22/09/2011
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავედრებელი ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინა.
მათთვის პატრიარქის დალოცვა დიდი მადლი და ნუგეშია. უწმიდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, ის მოხარული გახლდათ ამ ადამიანების შეკრებით, მაგრამ მწუხარეც რადგან მათ სნეულებს ხედავდა.
“თითოეული ადამიანის სულში სულიწმიდა ცოცხლობს, ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება უფლის ნებაა“- აღნიშნა უწმიდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მშობლებს მადლობა გადაუხადა და მისცა კურთხევა, რომ ისინი ყოველკვირას აზიარონ. ლოცვის დასრულების შემდეგ უწმიდესი პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
ამგვარი პარაკლისი მომავალშიც არაერთგზის განმეორდება. პატრიარქი მზადაა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ნათლია გახდეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















