სიახლეები
ივერიის ღვთისმშობლის ხატი დიდუბის ტაძარში გადააბრძანეს
21/09/2011
დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ათონის მთაზე ერთი წლის წინ დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი ლოცვითი მსვლელობით დიდუბის ტაძარში გადააბრძანეს. უკვე მეორე თვეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდე საქართველოს ეპარქიებს მოილოცავს. დღეს კი ლოცვითი მსვლელობა დილის შვიდ სააათზე ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ხარების სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო და შემდეგ კი ივერიის ღვთისმშობლის ხატი მრევლმა დიდიუბის ტაძარში წააბრძანა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლენა.
ათონის ივერთა მონასტერში ათონელი ბერების მიერ ხატი 2010 წელს მახათას მთაზე არსებული მშენებარე სამონასტრო კომპლექსისთვის დაიწერა. კათოლიკოს-პატრირქის ანგელოზის დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს ეკლესიის მეთაურის ლოცვა-კურთევით სიწმინდე მახათას მთიდან სამების საპატრირქო ტაძარში წააბრძანეს. სიწმინდემ მოლიოცა სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, ჯვრის მონასტერი, ზედაზენი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია. ივერიის ღვთისმშობლის ხატი იმყოფებოდა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშიც. სიწმინდე საქართველოს ყველა წმინდა ადგილზე ჩაბრძანდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















