Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის ქადაგება დარიალის მამათა მონასტერში

18/09/2011

საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნა. სამონასტრო კომპლექსში, რომელიც დარიალის ხეობაში, საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღვთო ლიტურგია აღასრულა, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრეაზიდენტი, სამღვდელოებისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

“ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლოა ქვეყნების მეთაურებმა მოლაპარაკებები გამართონ. ამ ტაძარმა სასწაული შეიძლება მოახდინოს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო და რუსეთი ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან“- განაცხადა პატრიარქმა დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსის გახსნისას. “რუსეთის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში – საქართველოში“, – ბრძანა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced