სიახლეები
საზეიმო წირვა
16/09/2011
დარიალის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.
ღვთისმსახურებას მღვდელმთავრები და მღვდელმსახურები ესწრებოდნენ. სავედრებელ ლოცვაში ადგილობრივი მრევლი და საქართველოს ყოველი მხრიდან ჩამოსული მომლოცველები მონაწილეობდნენ. დარიალის ხეობაში ახალი მონასტრის მოსალოცად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამობრძანდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-აპტრირქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ მონასტრის კტიტორებს მადლლობა გადაუხადა. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში არსებულ საკითხებზე გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტსაც.
14 სექტემბერს, მთავარანგელოზათა მონასტერში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ორი ტრაპეზი ეკურთხა. მათ შორის პირველი, პირველ სართულზე მდებარე - ყოველთა წმიდათა, ხოლო მეორე სართულზე - წმიდათა მთავარანგელოზთა სახელზე. ტრაპეზთა კურთხევამდე საქართველოს პატრიარქმა სავედრებელი პარაკლისი აღასრულა. საქართველოს პატრიარქმა ლავრის წინამძღვრად არქიმანდრიტი იოსებ თავაძე დაადგინა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















