სიახლეები
საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნება
12/09/2011
“დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან 15 სექტემბერს მამათა მონასტერი გაიხსნება”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"ხუთშაბათს იხსნება წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი. ეს არის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემთხვევითი არ არის, რომ იქ შენდება, ეს იქნება საქართველოს დაცვა", – აღნიშნა პატრიარქმა.
14 სექტემბერს კი, მთელი ღამის განმავლობაში ტაძარში იქნება პარაკლისების კითხვა, ხოლო 15 სექტემბერს მამათა მონასტერი საზეიმოდ გაიხსნება და შესრულდება პირველი წირვა, რომელსაც ილია მეორე შეასრულებს.
უწმინდესმა მოუწოდა მრევლს, ვისაც საშუალება აქვს მონასტერს შეწირონ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი. პატრიარქი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ მონასტრისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















