სიახლეები
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (21.07.2019)
22/07/2019
ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვის დროს გვესმის სიტყვები: ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა”. მახსენდება ჩემი სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ლექტორი გვეუბნებოდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მოისმენთ ამ ლოცვას (შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა), აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და თქვენც ილოცოთ, რომ შეგეხოთ ეს მადლი, ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან მომდინარეობს.
როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, პატრიარქი ამბობს: (გარდამოვიდეს) ,,მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი” ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნაკლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის.
ჩვენს გულში, სულსა და გონებაში უნდა გვქონდეს ეს მადლი.
მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, იცოდე, არაფერი დაგიკარგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაგიკარგავსო.
ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამისგან, ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა.
დალოცვილი იყავით. გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში. დალოცვილი იყავით. მადლმა ღვთისამ არასოდეს დაგტოვოთ თქვენ და საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს