სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველი სტუდენტები მიიღო
14/05/2019
ა.წ. 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ხრისტოს კარაიანისი და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ქართველი სტუდენტები მიიღო.
პროფესორმა ხრისტოს კარაიანისმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დამსწრეთ გააცნო მის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ეძღვნება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან არსებულ საცავში აღმოჩენილ შეწირულობებს, რომელთა შორის არის ქართული გარდამოხსნები, მიტრები, ოლარები, საბუხარები და სხვა საღვთისმსახურო ნივთები. სტუმარმა ასევე ისაუბრა ქართველი სტუდენტების მაღალი აკადემიური მიღწევების შესახებ.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ პროფესორ ხრისტოს კარაიანისს მადლობა გადაუხადა ჩვენთვის ამ ფრიად მნიშვნელოვანი მასალების მოწოდებისთვის, დალოცა იგი და ქართველი სტუდენტები და მათ ეკლესიისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















