სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (30.12.2018)
04/01/2019
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მეუფე დანიელს ვულოცავთ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის დღეს.
დღეს ვაჯილდოებთ შემდეგ სამღვდელოებას:
დეკანოზი ირაკლი ახალაძე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი გაბრიელი ლომაძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
მღვდელი ირაკლი წულაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
იღუმენია სარა ნათებაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ორშაბათს არის დიდი საუფლო დღესასწაული, შობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესთან დაკავშირებით, კვირა საღამოს 23:00 საათზე იქნება დახვედრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, წაკითხულ იქნება საშობაო ეპისტოლე და შემდეგ შესრულდება საზეიმო ლიტურგია. მანამდე კი, კვირა საღამოსვე 20:00 საათზე შესრულდება წმინდა სერობისა და წმინდა ცისკრის ჟამნი.
ღმერთმა მრავალს დაგასწროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















