Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა

12/12/2018

ა.წ. 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის გასხვისების პრობლემაზე.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი.

დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა.

კონფერენციამ შეიმუშავა მიმართვა ხელისუფლებისათვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced