სიახლეები
100 000 მოწამის დღე
14/11/2018
ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა 100 000 მოწამის პარაკლისი და დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა ,,ბინული”, ,,ნართები”, ,,ფიროსმანი;” მომღერალმა ციური მჭედლიძემ, მსახიობმა ზვიად დოლიძემ და შემოქმედებითმა გაერთიანებამ ,,ეროვნული იმპერატივი”.
ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი ბ-ნი კახი კალაძე, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატიქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
მისმა უწმინდესობამ, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა მოსახლეობას 100 000 მოწამის დღე მიულოცეს.
,,ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, რადგან საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















