სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა
07/11/2018
ა.წ. 6 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (სეიმის მარშალი), ბატონი მარეკ კუხჩინსკი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარიუშ მაშკიევიჩი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარია კოცი და სხვა ოფიციალური პირები მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისაუბრა მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.
,,მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თქვენთან შეხვედრის პატივი. ვთვლით, რომ საქართველო პოლონეთის გამორჩეული მეგობარია. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.“_ ბრძანა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა.
მისმა უწმინდესობამ დელეგაციის წევრებს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკლესიის ისტორია და ისაუბრა წმინდა გრიგოლ ფერაძის შესახებაც.
ბატონმა მარეკ კუხჩინსკიმ დასძინა:,, ჩვენი ქვეყნები ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული. პოლონეთში, ისევე როგორც საქართველოში, ქრისტიანობას უდიდესი როლი აქვს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს დექრისტიანიზაცია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა და შენარჩუნება.“
კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
აღნიშნული მიღება საქართველოსა და პოლონეთის დამეგობრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ეგიდით შედგა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















