სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა
23/10/2018
ა.წ. 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა. მის უწმინდესობას მუზეუმის დამფუძნებლებმა ბატონმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ და ქალბატონმა მანანა შევარდნაძემ უმასპინძლეს.
მუზეუმში გამოფენილია 1945 წლიდან დღემდე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ბატონ გირგი (გია) ჯოხთაბერიძისა და ქალბატონ მანანა შევარდნაძის კერძო საოჯახო კოლექციაში ინახებოდა.
დღეისათვის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 31 საგამოფენო დარბაზია და დაცულია 3500-ზე მეტი ნახატი.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მუზეუმის გახსნა საშვილიშვილო საქმეა და იგი ხელს შეუწყობს როგორც ქართველი, ისე არაქართველი დამთვალიერებლისთვის თანამედროვე ქართულ კულტურაზე რეალური წარმოდგენის შექმნას და ამასთან მისი განვითარებისთვის გზების გაცნობიერებას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















