სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ვიჩქაროთ სიკეთის კეთება
22/08/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სიკეთის კეთების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იქადაგა.
პატრიარქის განცხადებით, არავინ იცის, როდის მიიწვევს უფალი ამ ქვეყნიდან, ამიტომ ადამიანმა თავისი სიცოცხლის დრო სიკეთის კეთებას უნდა მოახმაროს. "ეს თქვენ აქაც დაგეხმარებათ და იმ ქვეყნადაც. მორწმუნეებმა ჩვენი დრო იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ სულიერ განწმენდაზე და სიკეთე ვაკეთოთ. სიკეთის გამკეთებლის მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე იმისა, ვისაც სიკეთეს უკეთებენ. უნდა დავეხმაროთ სხვებს სულიერად და მატერიალურად, ვისაც როგორ შეუძლია. ყველაზე დიდი მადლი სულიერი დახმარებაა - გაჭირვებული ადამიანის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება", - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეს ხშირია ადამიანების სულიერი დაცემის შემთხვევები და ცოდვაც ხშირად გაიგივებულია ადამიანების თვისებასთან. "დღეს იქმნება წარმოდგენა, რომ კაცობრიობა მთიდან მიექანება და მას ვერაფერი დააკავებს. ამაზე მეტყველებს ჩვენი დამოკიდებულება სხვა ადამიანებისა და ცოდვის მიმართ. ხშირად ცოდვას ადამიანის თვისებად მიიჩნევენ, თანდათან ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და რა იქნება მომავალში, ღმერთმა იცის", - ბრძანა პატრიარქმა. სწორედ ამიტომ, უწმინდესის განცხადებით, აუცილებელია ყველა ადამიანმა სიკეთის გაკეთება იჩქაროს.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა წარმოშობით ოსი დეკანოზი აბიბოს გუბაევი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და სიხარული გამოთქვა, რომ საქართველოს ეკლესიის მსახურთა შორის აფხაზები და ოსები მრავლად არიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















