სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ელჩი მიიღო
28/09/2018
ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი, ბატონი ჰუბერტ კნირში და მისი მეუღლე მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ვიზიტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: ,,გერმანია მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნაა. ჩვენი ქვეყნების ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის.“
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.
,,საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს – ახლა მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალი გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ამაში ჩემს წვლილს შევიტან. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და საუბარი, “_ აღნიშნა ჰუბერტ კნირშმა.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















