სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (27.08.2018)
27/08/2018
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს,
რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს.
დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლისა.
დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა,
განსაცდელი,
რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ.
მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა:
რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან,
რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს.
მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის.
საოცარი რამ მოხდა.
სახარების დროს მადლი გადმოვიდა.
რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო,
როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან.
ვერავის ვხედავდი.
ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან.
წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად,
მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი,
ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი,
რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი,
იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან.
მაგრამ უნდა ითქვას,
რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა,
იმდენად დიდი იყო მადლი,
რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება.
მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას.
შეიძლება თქვენც გაქვთ ეს,
შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ.
ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა,
რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს,
რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.
გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















