სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა
19/07/2018
ა.წ. 17 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და საქართველოს ელჩი იტალიაში.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, ხაზი გაუსვა იტალიასთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა სტუმრებს საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის.
იტალიის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ საქართველოს ცხოვრებაში და საქართველოსა და იტალიის კიდევ უფრო დაახლოებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















