სიახლეები
მისი უწმინდესობა საერთაშორისო ფესტივალ “ღამის სერენადების” შესახებ
20/08/2011
სასიამოვნო ფაქტია, რომ ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს - “ღამის სერენადები”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენი საამაყო მევიოლინე, ლიანა ისაკაძეა.
ეს ფესტივალი განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, რადგან აფხაზეთთან არის დაკავშირებული. უფროსი თაობის ადამიანებისთვის დაუვიწყარია კონცერტები, რომლებიც ამ ულამაზესი მხარის სანაპიროზე – ბიჭვინთაში იმართებოდა. ეს იყო იმ პერიოდში კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი პირველი ფესტივალი, რომელიც საქართველოში ქალბატონ ლიანა ისაკაძის ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით ტარდებოდა.
ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც ბათუმში 25-28 აგვისტოს გაიმართება, სწორედ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ეძღვნება.
შევთხოვოთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ ერთად ჩავატარებთ ბათუმსა და ბიჭვინთაში ამ შესანიშნავ ფესტივალს.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















