სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა
26/06/2018
ა.წ. 22 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ექსპერტი მამუკა არეშიძე და სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეები მიიღო. აღნიშნული კონფერენცია 21 ივნისს გაიმართა. მისი მიზანი იყო მშვიდობის განმტკიცებისთვის ხელშეწყობა და თბილისში მუდმივმოქმედი სამშვიდობო პლატფორმის შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი, სომეხი, ავსტრიელი, დანიელი, გერმანელი, ფრანგი ახალგაზრდები და აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელი.
მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე კავკასიის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებული მომავალი უსურვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















