სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება 11.06.2018
14/06/2018
ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის _ ,,ნათელი ქრისტესი. საქართველოს“ I და II ტომები 3000 ლარი ღირს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ იგი არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა მისი გაყიდვა.
როგორც გაირკვა ,,წიგნის სახლში“ ტრილოგიის I და II ტომი გასაყიდად კერძო პირმა მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს.
გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და უნებლიედ ხელი არ შეუწყონ სიცრუის ტირაჟირებას.
P.S. შევნიშნავთ, რომ ,,ნათელი ქრისტესი, _ საქართველოს” III ტომის ერთი ეგზემპლიარი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს. ეს წიგნი სხვათა მიერ შეწირულ ნივთებთან ერთად გაიყიდება ამ ფონდის მიერ ა.წ. 15 ივნისს ორგანიზებულ საქველმოქმედო აუქციონზე, რათა შემოსული თანხა მოხმარდეს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















