სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იეზიდებს შეხვდა
14/06/2018
ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იეზიდთა თემის წევრები და მათი სულიერი ლიდერები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, იეზიდთა უმაღლესი სასულიერო საბჭოს წარმომადგენელი პეშიმამ ნუმანი (ერაყიდან), საქართველოში იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი ფირბარი და დელეგაციის სხვა წევრები გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან და სომხეთიდან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ სამაგალითო თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის.
იეზიდებმა გამოხატეს დიდი მადლიერება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის და შემდგომში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















