სიახლეები
შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
12/05/2018
ა.წ. 11 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, ქალბატონი ვიქტორია ჰოვარტი მიიღო. შეხვედრაზე საუბარო შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობას. ქალბატონმა ელჩმა გამოთქვა მზაობა საპატრიარქოსთან თანამშრომლობისა. სხვადასხვა დარგში ითანამშრომლოს საპატრიარქოსთან, რათა ერთობლივად განხორციელდეს პროექტები განათლების, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში მოსალოცად მყოფი ლატვიის ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი იანის ვანაგსი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















