სიახლეები
საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ მორიგი მასშტაბური ღონისძიება
03/05/2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ“ გამწვანების მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა.
2 მაისს ფონდისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მცხეთაში, სოფელ ბიწმენდთან, მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ორივე ტაძართან დაირგო პირამიდალური კიპარისისა და კომპაქტური ტუიების ნერგები.
აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი (რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც შეიქმნა აღნიშნული ტერიტორიის გამწვანების პროექტი), მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, ბატონი თამაზ სუჯაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბატონები გიორგი გიუტაშვილი და ოთარ ჩხეიძე, ასევე ადგილობრივი რწმუნებული, ბატონი ივანე ობგაიძე.
მონასტრის ძმობასთან და მრევლთან ერთად აქტიური წვლილი შეიტანეს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებმაც.
შევნიშნავთ, რომ აპრილის თვეში ფონმდა ,,გაამწვანე საქართველომ“ სოფელ კოდაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დასახლებაში, დარგო 400-ზე მეტი ძირი ალვის ხე; მახათას მთაზე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის, ქავთარაძეთა საგვარეულო კავშირის, შპს ,,მწვანე გზისა“ და კერძო ინგლისური სკოლა ,,ნინოს“ მოსწავლე-მასწავლებელთა მონაწილეობით გაშენდა ზეთისხილის, კიპარისის, მუხის, კოლხური ბზისა და სხვა მცენარეთა ნერგები.
,,გაამწვანე საქართველო“, პარტნიორებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















