სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან (25.04.2018)
27/04/2018
ა.წ. 25 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ზამბახიძე და ახალგაზრდა ფერმერები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის როლსა და მნიშვნელობას როგორც კონკრეტულად ცალკეული ოჯახებისათვის,
ისე ზოგადად საქართველოს ეკონომიკისთვის.
მადლიერებით აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, თუმცა ითქვა ისიც,
რომ დადებითი შედეგის მისაღებად მეტი ძალისხმევა გვმართებს.
ქალბატონ ნინო ზამბახიძის განცხადებით,
სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი მზარდია და ისინი უკვე წარმატებულ საქმიანობას ეწევიან,
მაგრამ სჭირდებათ წახალისება.
მისმა უწინდესობამ ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მიღწევების გამო დიდი სიხარული გამოხატა,
დალოცა და შესთავაზა გამოფენის მოწყობა,
სადაც წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქცია.
კათოლიკოს-პატრიარქმა ისიც დასძინა,
რომ
,,შეიძლება ადამიანმა ერთი საქმე ვერა აწყოს,
მაგრამ იგი არ უნდა დანებდეს,
არ უნდა გაჩერდეს,
არამედ წამოიწყოს ახალი საქმეები.
და ვინც გონივრულად იშრომებს,
აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს!”
,,ღმერთმა ინებოს,
რომ ახალგაზრდა ფერმერთა რიცხვი კიდევ უფრო გამრავლდეს”,
_ ბრძანა მისმა უწმინდესობამ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















