სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (22.04.2018)
24/04/2018
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულს, ხსენებას მარიამ მაგდალინელისა, მარიამ იაკობისა და სხვებისა. ასევე წმინდისა მეფისა თამარისა. წმ. თამარის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, უკვე ყოველი ხარების დღესასწაულზე, იკურთხება ხოლმე სამი ჯვარი და მათი აღმართვა ხდება მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს, დღევანდელ დღეს. მეუფე შიო არის წაბრძანებული მცხეთაში, სვეტიცხოველში წირვაზე და წირვის შემდეგ ნაკურთხი ჯვრები აღიმართება ისტორიულ სამ მთაზე: უჯარმაზე, თხოთის მთაზე და ჯვრის მონასტერში.
დღეს დასალოცად მოსულები არიან ორი გვარის წარმომადგენლები: აბრამაშვილები და აბრამიშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ თქვენ ყველანი და კეთილყოს უფალმა თქვენი მოღვაწეობა.
დღეს საღამოს კი შედგება ათასი ბავშვის ნათლობა. ღმერთმა დალოცოს ეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახები.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















