სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.03.2018)
06/03/2018
ჩვენთან არს ღმერთი
ღვთის მადლით და წყალობით განვლო ორმა კვირამ დიდი მარხვისა და ჩვენ ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისათვის.
თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია ადამიანის ცხოვრება. მაგრამ განსაკუთრებით ძლიერდება სულიერი ბრძოლა მარხვის დროს, როცა ადამიანი მოღვაწეობს. დღევანდელ დღეს ეწოდება გრიგოლ პალამას კვირიაკე.
მას დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა. ბიზანტიის იმპერატორი მზად იყო სამხედრო სასწავლებელში გაეგზავნა იგი, მაგრამ 20 წლის გრიგოლ პალამამ გადაწყვიტა აღკვეცილიყო ბერად და მალევე სასწაულებით სავსე მოღვაწეობა დაიწყო.
იმ დროს ისიხაზმი წარმოიშვა. ეს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიმშვიდეს, განმარტოებას.
მართლაც, თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა, ლოცვა ვერ მიდის უფალთან. სიმშვიდე - ეს ყველაფერია; სიმშვიდე გულისა, სიმშვიდე ტვინისა, გონებისა, სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში.
როგორ მივაღწიო სიმშვიდეს, როცა გარშემო ასეთი მღელვარებაა?
უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, შენდობა მივცეთ ერთმანეთს. თუ ადამიანი აპატიებს მოყვასსა თვისსა, სიმშვიდე თავისთავად დაისადგურებს მასში.
დღევანდელ დღეს, როცა ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში, მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმათა შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ჩვენს თავთან და თუ თავს დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებულები ვიქნებით.
სიმშვიდითა და თავმდაბლობით გრიგოლ პალამამ მიაღწია იმას, რომ გახდა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი.
მაშ, ვთხოვთ გრიგოლ პალამას, ლოცვები და თავისი შუამდგომლობა არ მოგვაკლოს წინაშე ღვთისა.
ჩვენთან არს ღმერთი
ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















