სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წერილი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას (15.01.2018)
16/01/2018
მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.
ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:
საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე კითხვებს ჩვენც გვისვამენ.
შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზემეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათშორის, თქვენი ქვეყანაც. ამიტომაც, აღნიშნული შეხვედრა, ბუნებრივია, თქვენი მხრიდან გარკვეულ ახსნას ითხოვს.
საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია. ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მითუმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.
თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.
გთხოვთ, ჩვენი გულის ტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















