სიახლეები
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები”
17/08/2011
ფესტივალი “ღამის სერენადები” მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ - ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაარსა. 8 წლის განმავლობაში ეს ფესტივალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
1990 წლიდან, პოლიტიკური ვითარების გამო ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 2009 წელს ბათუმის მერიის მხარდაჭერით ლიანა ისაკაძემ კვლავ დააარსა შავიზღვისპირეთში საერთასორისო ფესტივალი და ბიჭვინთის ფესტივალის მსგავსად “ღამის სერენადები” უწოდა.
2009, 2010 წლებში ფესტივალი ღია ცის ქვეშ გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დიდი წარმატებით ჩატარდა.
2011 წელს რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” 25-28 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალი ბათუმის ახალ საოპერო თეატრში გაიხსნება, ხოლო მომდევნო 3 საღამო კვლავ გონიოს ციხეში ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
დასკვნითი საღამო, რომელიც 28 აგვისტოს მარათონის სახით გაიმართება, გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით და შემოსული თანხა მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმსობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს მოხმარდება.
III ფესტივალი აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ეძღვნება და ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; ბათუმის მერია; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ხოლო გენერალური სპონსორია – ბანკი “რესპუბლიკა”.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















