სიახლეები
ისტორიული დღე (11.12.2017)
12/12/2017
11 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში დაარსებული სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც აღნიშნული სასწავლებლის დოქტორანტმა ირაკლი ორჟონიამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ,,ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი”.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა (რა თქმა უნდა ვგულისხმობთ ბოლო საუკუნეებს), როდესაც ჩვენს აკადემია-სემინარიას მიეცა შესაძლებლობა სადისერტაციო საბჭო თავის წიაღში ჩამოეყალიბებინა და თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ამ სივრცეში მიენიჭებიათ. ასე რომ ბატონი ირაკლი ორჟონია პირველი ქართველია, რომელმაც პირველად გამართულ თსას სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა სადოქტორო ღვთისმეტყველებაში.
ღონისძიებაზე სიტყვითგამოვიდნენ სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგიმარგველაშვილი; პრემიერ-მინისტრი, ბატონიგიორგი კვირიკაშვილი; განათლების მინისტრი, ბატონი მიხეილჩხენკელი; პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ფილოლოგიისა დაღვთისმეტყველების დოქტორი, ბატონი ედიშერჭელიძე დადოქტორანტი ირაკლიორჟონია.
საზეიმოსხდომას ასევე ესწრებოდნენქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, მეცნიერები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისმოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), წმინდა სინოდის სხვა წევრები და სამღვდელოება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















