სიახლეები
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ენის ფესტივალი გაიხსნება
12/04/2017
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ენის ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბილიოთეკის ფონდებში დაცული დედაენის ისტორიული გამოცემები გამოიფინება.
”პროექტის ინიციატორია საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“. ფესტივალის მიზანია ახალ თაობას შთაუნერგოთ და მივცეთ ბიძგი, იფიქრონ, იაზროვნონ, წერონ და იკითხონ ქართულად. პროექტი მთელი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ქართული ენის შექმნის ისტორიას, მათთვის საინტერსო დასახალისო ფორმით მიაწვდიან.
პროექტის ფარგლებში ენის კეთილი ელჩები შეირჩნენ - პირველი ქართული უნივერსიტეტისა და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილს მესამე- მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ. გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები დარამდენად აბინძურებენ ისინი ენას. კონკრეტული აქტივობა მარტიდან დაიწყო დამაისის ბოლომდე გაგრძელდება”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















