სიახლეები
მცხეთაში ევროკავშირის ინიციატივა ”შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ პრეზენტაცია გაიმართება
12/04/2017
მცხეთაში, დღეს, ევროკავშირის ინიციატივა ”შემოქმედებითი ქალაქები დარეგიონების“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ ახორციელებს.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამოქმედო გეგმების შედგენისას.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია დასამუშაო ჯგუფებში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
”მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთი სხვა რეგიონი დაქალაქი, ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში“ მონაწილეობისთვის შეირჩა.
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებსა და რეგიონებში შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება, მისი მონაწილეები მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
შერჩეულ ქალაქებსა დარეგიონებში ჩატარდება მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა, ჩამოყალიბდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები, უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუტირება დასაერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა”, - განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















