Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


RHEWhr

ვიქტორ ნოზაძის პარიზულ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12/04/2017

ცნობილი მეცნიერისა დარუსთველოლოგის ვიქტორნოზაძის ცნობილპარიზულ სტამბასკულტურული მემკვიდრეობის მოძრავიძეგლის სტატუსიმიენიჭა,- ამის შესახებინფორმაციას საჩხერისმუნიციპალიტეტის გამგეობაავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, სტატუსი სტამბას უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვიხ ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2017 წლის 30 მარტის N2/28 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა.

საჩხერის რაიონის სოფელ მოძვში დაბადებული ვიქტორ ნოზაძის სტამბა მეცნიერმა გურამ შარაძემ საქართველოში საფრანგეთიდან, სოფელ ლევილიდან ჩამოიტანა.

მკვლევარი 30 წლის განმავლობაში ვეფხისტყაოსანზე მუშაობდა, მის ნაშრომებს: ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება, საზოგადოებათმეტყველება, ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება, ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება, ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება - საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, ვიქტორ ნოზაძის წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced