სიახლეები
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი
15/08/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველოქმედო ფონდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს წმ. გიორგის ორდენის ლაურეატი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი.
პანაშვიდი: 14, 15 აგვისტოს, 17 საათზე.
მის: ვ. სარაჯიშვილის ქ., III ჩიხი, სახლი 5.
გამოსვენება: 16 აგვისტოს 14 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან.
დაკრძალვა: დიდუბის საზოგადო მოაღვაწეთა პანთეონში.
აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი
(1926.26.06 – 2011.13.08)
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი; ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, წმ. გიორგის ორდენის ლაურეატი; ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი; ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა) განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმების თავმჯდომარე; მრავალი საერთაშორისო ფსიქოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1985-2006წწ); გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე ჟურნალმა “სახელებმა” საუკუნის მეცნიერის წოდება მიანიჭა.
შოთა ნადირაშვილმა მნიშვნელოვნად განავითარა და სრულყო დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, რომელიც ქართული მეცნიერების უმნიშვნელოვანესი წვლილია მსოფლიო მეცნიერებაში. ბატონი შოთა არის განწყობის ანთროპული თეორიისა და სოციალური განწყობის თეორიის ფუძემდებელი. იგი 12 მონოგრაფიისა და 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მუშაობდა ზოგად, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში აღქმის, აზროვნების, განწყობისა და აღზრდის საკითხებზე. თავის ანტროპულ თეორიაში, შოთა ნადირაშვილი თავისუფლების ცნებას მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის სულიერებისა და რელიგიურობის პრობლემატიკას. ბატონი შოთას უკანასკნელი ნაშრომებიდან რამდენიმე მიეძღვნა მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიისა და რელიგიის, ანუ ცოდნისა და რწმენის მიმართებას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















