სიახლეები
პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (09.04.2017)
12/04/2017
სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას.
დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა ახლოსაა მწუხარება და სიხარული ერთმანეთთან. ბზობა დღეს უფალი იესო ქრისტე, როგორც მეფე, შედიოდა იერუსალიმში და ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა“, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი იღაღადებს და იყვირებს ჯვარს აცვი ეგეო. მაგრამ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს, არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისაგან.
მწუხარებასაც და სიხარულსაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენში სიხარული სუფევდეს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს!
დღეს არის 9 აპრილი – მწუხარების დღე, მაგრამ ამავე დროს სიხარულის დღეცაა – ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს დიდი გმირობა.
დღეს რადიოში მოვისმინე, რომ თითქოს მაშინ საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა
დაშლისაკენო. დაშლისაკენ მე არ მომიწოდებია, მე ვხედავდი იმ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, რომელნიც შეეწირნენ ამ მოვლენას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















