Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


54qu5

„XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“ მოეწყო

07/04/2017

6 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქართული ხელოვნების კოლექციის საუკეთესო ნიმუშები, იმშემოქმედთა მხატვრული მემკვიდრეობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის სახვით ხელოვნებას საქართველოში. 


”XX საუკუნის I ნახევრის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოდგენა ნათელყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, მის თანადროულობას ზოგად ევროპულ მხატვრულ პროცესებთან და, ამავე დროს, მისმკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას, თვალსაჩინო ქართველი მხატვრების შემოქმედებას დამათ შემოქმედებით ინდივიდუალობას”, - განმარტავენ ეროვნულ მუზეუმში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, ალექსანდრე ციმაკურიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძისა და კორნელი სანაძის ნამუშევრები. 

აღნიშნული ექსპოზიცია ერთგვარი გაგრძელებაა გამოფენისა - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced