Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


weqgw

2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

05/04/2017

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის პირველი კვარტლის მონაცემები წარადგინა.

როგორც სამნიშვილმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშდოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა დასხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაცუმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა დამეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-სდა ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო დაიმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896).
სამანიშვილის განცხადებით, ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ითაღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშდოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced