Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


egwgqqgqw

პატრიარქის ქადაგება (02.04.2017)

03/04/2017

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

დიდება შენდა და მადლობა შენდა, უფალო.

ორი კვირა დარჩა დიდი მარხვის დამთავრებამდე, სრულდება შვიდი კვირა და უნდა ითქვას, რომ მძიმედ გავატარეთ ეს პერიოდი. ღმერთი განსაცდელსგვიგზავნის, რათა უფრო ღრმადჩავიხედოთჩვენსსულსადაგონებაში, ჩვენსარსებაშიდაუფრომეტიყურადღებამივაქციოთჩვენსყოფა-ქცევას;

დღეს არის ხსენება ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისა. უნდა ითქვას, რომ მარიამ ეგვიპტელი არის საოცარი მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, როგორ შეიძლება ცოდვითი მდგომარეობიდან გადავიდეს წმინდაცხოვრებაში. თქვენყველამიცითმისიისტორიადამეაღარდავიწყებამისგანმეორებას.

წმინდა მარიამ ეგვიპტელი ყოველი ჩვენგანის სულსა და გულშია. იგი ყველას ეხმარება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძვის თავის ნაკლს, თავის ცოდვებს, იგი სინამდვილეში ვერ იქნებაწარმატებული. ადამიანმაჯერუნდაგაიმარჯვოსთავისთავზე, დაამარცხოსთავისივნებებიდაშემდეგიგიგამარჯვებულიიქნებასხვაზეც.

დღეს არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით მისმა უწმინდესობამ  დალოცა ბავშვები და ბრძანა:

ხშირ შემთხვევაში აუტიზმის მქონე ბავშვები გენიალური ადამიანები გამოდიან, ღმერთმა ინებოს, რომ ეს ასე იყოს ჩვენს რეალობაშიც. ღმერთმა დალოცოს ისინი და გაახაროს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced